LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შანელის” ანტიკური ქალღმერთები: Resort 2018-ის კოლექციის საუკეთესო მოდელები

241

კარლ ლაგერფელდმა მორიგი საჩუქარი მოუმზადა “შეანელის” ბრენდის თაყვანისმცემლებს და კონკრეტული ეპოქის გათვალისწინებით ტვიდის კოსტუმების ახალი ვარიაციები შესთავაზა. Resort 2018-ის კოლექცია ანტიკურ იდეალებსა და სილამაზის ძველბერძნულ სტანდარტებს მიეძღვნა, აქცენტი კი, მარადისობასა და კლასიკაზე გაკეთდა.

ჩვენება რამდენიმე დღის წინ გაიმართა ანტიკური არქიტექტურის დეკორაციების ფონზე, თუმცა წელს, ბრენდმა პარიზის მერის გეგმის და ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერა გადაწყვიტა, უარი თქვა სტუმრების საბერძნეთში მასპინძლობაზე და შოუ პარიზის ცენტრში, Grand Palais-ის Galerie Courbe-ში მოეწყო, მითუმეტეს, რომ კოლექცია და განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, უფრო ფრანგულია, ვიდრე ბერძნული.

კოლექციას მთავარ დეტალად, რა თქმა უნდა, ბერძნული სანდლები იქცა, რომლის ფონზე ძველმოდური კონსერვატული ტვიდის კოსტუმიც ახლებურად გამოჩნდა, ქსოვილი ტრადიციული ძველბერძნული ორნამენტით და ფიგურებით გაფორმდა, მოთეთრო-რძისფერ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილმა მოდელებმა კი, ნამდვილ ანტიკური ქალღმერთები განასახიერეს. უყურადღებოდ არ დარჩა არც აქსესუარები – სხვადასხვა ფერის გრძელმა მძივებმა, მეტალის სამაჯურებმა და ხელთათმანებმა, რომლებიც დიზაინერმა ახალებურად და მეტად ორიგინალურად წარმოადგინა, კოლექციას ერთიანი დასრულებული სახე შესძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები