LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანელის“ სახვევი, „ვერსაჩეს“ ეტლი და „ბარბერის“ ჩანთა: ბიონსეს ტყუპები ფუფუნებაში იზრდებიან

252

გასაკვირი არავისთვის იქნება ის ფაქტი, რომ ბიონსესა და ჯეი-ზის ბავშვების საკმაოდ დიდ ფუფუნებაში იზრდებიან. ტყუპები ჯერ ერთი თვისაც არ არიან და ცნობილმა მშობლებმა მათ უკვე წარმოუდგენლად ბევრი დაახარჯეს.  გამოცემამ Нollywoodlife დაწერა, რომ ბოლო კვირეებში 35 წლის ბიონსესა და 47 წლის ჯეი-ზის ხარჯებმა 10 მილიონს გადააჭარბა:

„ბიონსე და ჯეი-ზი პატარებს პრინცისა და პრინცესას სტილში ზრდიან. მაგალითად, მარტო „შანელის“ სახვევებში მათ 12 ათასი დოლარი გადაიხადეს, „ვერსაჩეს“ ეტლში – 3 600, ხოლო „ბარბერის“ პამპერსის ჩანთში – 1 200 დოლარი“, – აცხადებს ინსაიდერი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ პატარებს Suommo-ს 17 000 დოლარად შეფასებული, 18 კარატიანი ალმასითა და თეთრი ოქროთი გაფორმებული საწოვარა აქვთ.  წყაროსვე ცნობით, ტყუპები უფრო ძვირადღირებული ბავშვები იქნებიან, ვიდრე თავის დროზე ბლუ-აივი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები