LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაის უმსხვილესი კომპანია ქართული უძრავი ქონების სფეროში ინვესტირებას გეგმავს

97

„საპარტნიორო ფონდს“ შანხაის უმსხვილესი კომპანია Shanghai Zhenhua International Group Company Limited-ის (ZPMC) აღმასრულებელი პრეზიდენტი ალან იე და კომპანია China Communications Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინური მხარე საქართველოს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთის მძიმე მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანიებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ZPMC-ისა და CCCC-ის ხელმძღვანელმა პირებმა „საპარტნირო ფონდის“ მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და საერთო ინტერესების სფეროებში ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს. ჩინური კომპანიები 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე დასწრებას და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები