LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანსი იყო: დინამომ ჩემპიონთა ლიგა წაგებით დაიწყო

40

თბილისის “დინამოსთვის” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტუტულოვანმა გუნდმა “ხუვენდუტთან” მატჩი 60:72 დათმო.

“დინამო” წინასასეზონოდ საგრძნობლად მომძლავრდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ოთხი ახალი ლეგიონერი დაიმატა, “ქუთაისიდან” გიორგი ცინცაძე გადაიყვანა თავისთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი შარაბიძე კი საქართველოში დააბრუნა. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ცინცაძეს გაუმიზეზდა, რის გამოც არ უთამაშია…

 

მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტი მარცხი განიცადეს.

“მთავარი მინუსი იყო ის, რომ ჩვენ სულ რაღაც 10 დღეა რაც შევიკრიბეთ. ეს არ არის ის გუნდი, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. საქართველოს კლუბებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს. ამას უნდა მხარდაჭერა, გვერდში დგომა და სწორი მიმართულება. დამტკიცდა დღესაც, თუმცა ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. გვქონდა მარტივი შეცდომები. მოწინააღმდეგე იყო ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი. მომდევნო თამაში ზეგ გვაქვს და გამომდინარე აქიდან შევეცდებით ვითამაშოთ ღირსეულად. ნამდვილად იყო შანსი და ამაზე გული ძალიან მწყდება”, – თქვა ირაკლი ხოშტარიამ.

 

დინამო – ხუვენდუტი 60:72
(17:17, 12:13, 16:17, 15:25)

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ბადალონას “პალაუს” არენაზე 21 სექტემბერს ჩატარდება.

თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები