LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაპეკოენსეს საპატივსაცემოდ საქველმოქმედო მატჩი გაიმართა: რა ჩაიდინა ნეიმარმა (ვიდეო)

87

ნეიმარმა და კაკამ მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო მატჩში, რომელიც „შაპეკოენსეს“ მოთამაშეების ხსოვნას მიეძღვნა.
მთელი თანხა „ბარსელონას“ თავდამსხმელის ბავშვთა ფონდს გადაერიცხება.

თამაში სან-პაულუში გაიმართა და მასში მონაწილეობა გუნდებმა „სოლიდარობა“ და „იმედი“ მიიღეს (6:5). მატჩი ავიაკატასტროფაში დაღუპულ „შაპეკოენსეს“ 19 ფეხბურთელს მიეძღვნა. მათ საპატივსაცემოდ ითამაშეს ნეიმარმა, კაკამ, რობინიომ და სხვა ვარსკვლავებმა. მეორე ტაიმში „იმედის“ შემადგენლობაში გამოვიდა „ფორმულა 1“-ის პილოტი ფელიპე მასა.

მატჩში რამდენიმე წუთი ითამაშა კატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენილმა ფეხბურთელმა ალან რუშელმა.

შეხვედრაში ერთი სახალისო და უცნაური ეპიზოდი მოხდა. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი მუხლებზე დაეცა და ნეიმარს ეხვეწებოდა, რომ მისთვის ფინტი არ გაეკეთებინა და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაეგდო. ნეიმარმა მეტოქე მაინც არ დაინდო.

 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები