LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი და შონ პენი აღარ ხუმრობენ (ფოტო)

171

ფილმ „უკანასკნელი სახის“ ჩვენებაზე, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა, წითელი ხალიჩის მთავარი გმირი შონ პენი გახდა. პრემიერას ასევე ესწრებოდნენ შარლიზ ტერონი, ჟან რენო და ჰავიერ ბარდემი. ცხადია პრემიერის ყველაზე საინტერესო მომენტი გახლდათ შონ პენისა და შარლიზ ტერონის შეხვედრა. თუ აქამდე წყვილი თავდაჭერილ ურთიერთობას ამჯობინებდა, ამჯერად მათ საოცარი სიყვარულის სცენა გაითამაშეს.

ტერონმა შონ პენს ფილმის რეჟისორის ამპლუაში გამოჩენა მიულოცა. მსახიობის ეს თბილი ჟესტი თავად პენისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და ეს ფოტოებიდან კარგად ჩანს. წლინახევრიანი პაუზის შემდეგ ფოტოგრაფებმა ცნობილი მსახიობები ერთად  პირველად დააფიქსირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები