LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი ერთი დღის ოთხი სხვადასხვა ლუქით (ფოტო)

323

მას შემდეგ რაც შარლიზ ტერონმა ფილმისთვის „ტული“ საგრძნობლად მოიმატა წონაში და შემდეგ ისევ დაიკლო, 42 წლის მსახიობი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის ახალი ფილმის შესახებ სხვადასხვა შეხვედრებსა და გადაცემებში საუბრობს. ამჯერად პაპარაცებმა ოსკაროსანი ტერონი ნიუ-იორკში გამოიჭირეს, სადაც მას დატვირთული და საქმიანი დღე ჰქონდა.

მსახიობი ჯერ The Late Show -ს ჩაწერაზე გამჭვირვალე შავ კაბაში გამოჩნდა, შემდეგ „ტულისთვის“ მოწყობილ ფოტოსესიაზე მინი-კაბითა და ორიგინალური მაისურით პოზირებდა. ამავე დღეს მსახიობი ნაქსოვ ჯაკეტში, მოგვიანებით კი ტანზე მომდგარ შავ კაბაში ვიხილეთ. ოთხივე ანსამბლი ტერონს საოცრად უხდება და ყოველ ჯერზე მკვეთრი მაკიაჟითაა წარმოდგენილი.

კადრები ფილმიდან  „ტული“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები