LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი მექსიკის სანაპიროზე ისვენებს (ფოტო)

103

მიმდინარე თვე ძალიან დატვირთული იყო შარლიზ ტერონისთვის. ის არაერთხელ ვიხილეთ მონრეალში, გადასაღებ მოედანზე, სადაც მსახიობი თავის ახალ ფილმზე Flarsky მუშაობს. როგორც ჩანს, ოსკაროსანმა ვარსკვლავმა უქმეებზე განტვირთვა მექსიკის სანაპიროზე გადაწყვიტა და ზღვაზე შვილებთან ერთად გაემგზავრა. პაპარაცებმა 42 წლის მსახიობი საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს, რომელშიც ტერონი ფანტასტიკურად გამოიყურება.

ცნობილია, რომ შარლიზ ტერონი თავისუფალ დროს ყოველთვის შვილებთან ერთად ატარებს. მექსიკაში მასთან ერთად იმყოფებიან 5 წლის ჯექსონი და 2 წლის ოგესთი, რომელთა გადაღებაც პაპარაცებმა ვერ მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები