LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი პაპარაცებმა შვილთან ერთად აეროპორტში გადაიღეს (ფოტო)

57

პაპარაცებმა შარლიზ ტერონი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს, მსახიობს თან შვილი, პატარა აუგუსტი ჰყავდა. ტერონი ბავშვთან ერთად აშშ-ში აზიიდან დაბრუნდა.

შარლიზი ცდილობდა, გულზე მიკრული ბავშვი ჟურნალისტებისგან დაემალა, მისი სახის დანახვა ვერავინ შეძლო.

40 წლის მსახიობმა ახალშობილი აფრიკელი გოგონა ზაფხულში იშვილა. შარლიზს მანამდე უკვე ჰყავდა 3 წლის ჯექსონი. მეორე შვილის აყვანის გადაწყვეტილება მსახიობმა ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, შონ პენთან ერთად მიიღო. მართალია, მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა შარლიზს გადაწყვეტილებაზე უარი არ უთქვამს. გოგონას შვილად აყვანის პროცესი დროში ძალიან გაიწელა და ტერონი დედა ოფიციალურად 2015 წლის აგვისტოში გახდა, სწორედ ამ თვის აღსანიშნავად დაარქვა გოგონას აუგუსტი.

20160406_theron_1

20160406_theron_3

20160406_theron_4

20160406_theron_5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები