LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონმა 23 კილო ყველიანი მაკარონის წყალობით მოიმატა

74

შარლიზ ტერონმა ფილმისთვის „ტული“ 23 კილოგრამი მოიმატა. ახალ კინოსურათში, რომელიც ეკრანებზე მალე გამოდის, ოსკაროსანი მსახიობი სასოწარკვეთილი მარტოხელა დედის როლს განასახიერებს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კადრები ფილმიდან, სადაც შარლიზ ტერონი საგრძნობლად არის მომატებული წონაში. Entertainment Tonight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტერონმა განაცხადა, რომ წონაში მომატების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან სურდა უკეთ გაეგო, რას გრძნობდა მისი გმირი. მსახიობი გამოტყდა, რომ ამისთვის ის ღამის 2 საათზე ყველიან მაკარონს მიირთმევდა.

ეს განცხადება მსახიობმა ფილმის ლოს-ანჯელესურ პემიერაზე გააკეთა, სადაც შეუდარებელ ფორმაში წარსდგა მაყურებლის წინაშე. ტერონმა არჩევანი შავი ფერის, თვლებით გაფორმებულ კაბაზე გააკეთა, რომელზეც პეპლები იყო ამოქარგული. მსახიობმა წონაში დაკლებაც მოასწრო და კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.  პრემიერას ფილმის მთელი შემოქმედებითი გუნდი დაესწრო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები