LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონმა განტვირთვა მექსიკაში მოიწყო

45

„ფეთქებადი აგენტის“ პიარკამპანიის დასრულების შემდეგ, შარლიზ ტერონმა დამსახურებული შვებულება აიღო და მეგობრებთან ერთად მექსიკაში გაემგზავრა. ვარსკვლავი პოპულარულ კურორტ ლოს-კაბოსზე გადაიღეს.

ტერონი აუზის პირას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დააფიქსირეს. შორი ხედის გამო კი კადრები არც ისე ხარისხიანი გამოვიდა.

თუმცა ერთი რამის შეფასება ნამდვილად შესაძლებელია: 41 წლის შარლიზი ნამდვილად არაჩვეულებრივ ფორმაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები