LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონმა შვილის დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა (ფოტო)

543

შარლიზ ტერონი ჰოლივუდში ერთ-ერთ სამაგალითო დედად ითვლება. ამჯერად 42 წლის მსახიობმა 5 წლის ვაჟის, ჯექსონის დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა. პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის შვილებთან ერთად ფანტასტიკურ დროს ატარებდა. ტერონს ნაქსოვი ჟაკეტი ეცვა, შლაპა ეხურა და ხელში უმცროსი ქალიშვილი, ოგესთი ყავდა აყვანილი. შეგახსენებთ, რომ ვაჟი ტერონმა 2012 წელს, ხოლო გოგონა 2015 წელს იშვილა.

ამავე დროს ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები ახალი ფილმიდან „ტული“, სადაც ტერონი მრავალშვილიან მარტოხელა დედას განასახიერებს. ამ როლისთვის მსახიობმა საგრძნობლად მოიმატა წონაში. ეს გახლავთ რეჟსორ ჯეისონ რაიტმანის დრამა, რომლის პრემიერაც 2018 წლის აპრილშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები