LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონს 16 კილო აქვს მომატებული (ფოტო)

70

მედია აქტიურად განიხილავს შარლიზ ტერონის ახალ ფოტოებს, სადაც მსახიობი საგრძნობლადაა მომატებული წონაში. ამის მთავარი მიზეზი კი ტერონის ახალი როლია ჯეისონ რაიტმანის ფილმში. სურათში ოსკაროსანი მსახიობი მრავალშვილიან დედას განასახიერებს და ამ როლისთვის მას 16 კილო აქვს მომატებული. ცხადია ფოტოებში ის არ ჰგავს იმ ტერონს, რომელსაც წითელ ხალიჩაზე ვხედავთ ხოლმე.

შარლიზ ტერონმა ერთხელ უკვე მოიმატა წონაში 2004 წელს, როცა მას „მონსტრში“ იღებდნენ. სამაგიეროდ ამ როლმა მას ოსკარი მოუტანა. არაა გამორიცხული, მორიგი მცდელობაც ოსკარის ნომინაციით დაგვირგვინდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები