LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი 16 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაგზავნეს

41

შარტავას #43-ში, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ნაპოვნი 16 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. “ინტერპრესნიუსის” ცნობით,  შარტავას ქუჩის მცხოვრებმა ზაზა უგრეხელიძემ განაცხადა, რომ იგი იცნობს გარდაცვლილის მამას და ოჯახის სხვა წევრებს.

უგრეხელიძის თქმით, გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.

როგორც მან განაცხადა, მშენებარე კორპუსის დაცვამ გუშინ ტერიტორიაზე მოზარდები შენიშნა და მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. უგრეხელიძის განმარტებით, ამის შემდეგ მოზარდები ტერიტორიიდან გავიდნენ, თუმცა დილით აღნიშნულ ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის დის ცხედარი.

ამასთან, ადგილზე მომუშავე პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“.

მათივე ინფორმაციით, ერთი შეხედვით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები