LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატბერაშვილის ქუჩაზე ინტერპოლის თანამშრომელს ესროლეს

62

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილი აცხადებს, რომ ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს.

მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები