LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შატო მერემ” კომპლექსი გააფართოვა

77

კომპლექსმა ”შატო მერემ” სასტუმროს ბაზაზე ახალი შენობა ააშენა, რომელმაც ფუნქიონირება მარტიდან უკვე დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” ”შატო მერეს” თანადამფუძნებელმა ნინო გაგუამ განუცხადა,  ახალ შენობაში დამატებით სასტუმროს 11 ნომერი განთავსდა და ჯამში კომპლექსი 50-52 სტუმრის მიღებას შეძლებს.

”კომპლექსის გაფართოებულმა ნაწილმა პირველი სტუმრები 18 მარტს მიიღო.  ვუმასპინძლეთ  ღვინის მაგისტრებს აშშ-დან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან. 21-კაციანმა დელეგაციამ ქართული ღვინის სახეობები დააგემოვნა, მათ შორის ჩვენი ”ვინივერია”, -აღნიშნა გაგუამ.

მისივე ინფორმაციით, ახალ შენობაში ნომრების ფასი იგივე იქნება, რაც ძირითად სასტუმროში. ”გვაქვს სტანდარტული ფასები. ჩვენთან მოსულ დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს ერთი და იმავე ტარიფით ისარგებლოს როგორც შუა კვირაში, ისე შაბათ-კვირას”,- განაცხადა ”შატო მერეს” თანადამფუძნებელმა.

როგორც გაგუამ განმარტა, კომპლექსი იძენს კულტურული ცენტრის მნიშვნელობას. აქ უკვე გაიმართა მარჯანიშვილის თეატრის რამდენიმე სპექტაკლი და აღნიშნული აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, კომპლექსი “შატო მერე“ ღვინის კომპანია “ვინივერიას” ბაზაზე თელავის მახლობლად, თბილისიდან საათ-ნახევრის სავალზე, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა და 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები