LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავი ავაზა“ „ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა

147

ლოს-ანჯელესის სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ „ოქროს გლობუსის“ რიგით 74-ე დაჯილოდების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის სხვადასხვა ეპოქის ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ფოტოგრაფებისა და დამსწრე აუდიოტორიის გამორჩეული ყურადღება სუპერმოდელმა ნაომი ქემპბელმა მიიქცია.

„შავმა ავაზამ“ ფოტოკამერების წინ თეძოზე შეხსნილი კაბით იპოზიორა, რომელიც „ვერსაჩეს“ ეკუთვნოდა, თმა კი, როგორც უმეტეს შემთხვევაში, გაშლილი ჰქონდა. აქცენტი ნაომიმ არა აქსესუარებზე, არამედ სექსუალურ კაბაზე გააკეთა, ამიტომ მას მხოლოდ მდიდრული ბეჭედი ეკეთა.

მოდელმა კომენტარი 25 დეკემბერს, ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ მისი წასვლით მსოფლიო შოუ-ბიზნესმა ბევრი დაკარგა და ის ამის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შეგახსენებთ, რომ ნაომი და 90-იანი წლების წამყვანი სუპერმოდელები მაიკლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლიპში „Freedom” მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები