LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავი ზღვის დონემ, შესაძლოა, მოიმატოს და სანაპიროზე მდებარე ქალაქებს საფრთხე შეექმნას”

101

2050 წლისთვის შესაძლოა, შავი ზღვაზე წყლის დონემ მოიმატოს და ქალაქებს და დაბებს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საფრთხე შეექმნას, – ამის შესახებ “ფორტუნას” ინფორმაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიაწოდა.

როგორც ჩხობაძე ამბობს, ინფორმაცია ამის შესახებ მათ კანიდან მიიღეს.

“არსებობს გაერთიანება, კლიმატის ქსელი, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე აკეთებს მონიტორინგს,  მათი ინფორმაციაა, ის რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ ვართ ქსელში. კანში გაერთიანებული ვართ და კანიდან მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია 2050 წლისთვის შავ ზღვაზე წყლის დონემ 50 სანტიმეტრით მოიმატოს. ამას მეცნიერები ამბობენ.

რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თუ რაიმე მშენებლობა იგეგმება და იგეგმება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ფოთის განვითარების გეგმა დგება, ბათუმის სანაპიროსთან დაკავშირებით არსებობს გეგმები და ა.შ. ეს რეალურად უკვე უნდა იყოს ასახული გეგმებში,”-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები