LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

91

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია, -აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს.

„დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.