LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

123

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.

„დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები