LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავნაბადა“ საქართველოში საკონცერტო ტურნეს შემდეგ თურქეთში მიემგზავრება

111

ფოლკლორული ანსაბლი „შავნაბადა“, რომელიც  პროექტ „Check in Georgia“-ს  ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალში “ბაღია ჩვენი ქვეყანა” მონაწილეობს, 21 სექტემბერს, 18.00 სთ-ზე,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სოლოკონცერტს გამართავს, 22 სექტემბერს, 18.00 სთ-ზე კი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის ფარგლებში ბოლო კონცერტს ჩაატარებს, რითაც დაასრულებს ტურნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

მიმდინარე ზაფხულს „შავნაბადამ“ კონცერტები: წალენჯიხაში, ლანჩხუთში, ქობულეთსა და ბათუმში გამართა. საქართველოს ტურნეს დასრულების შემდეგ, 23 სექტემბერს, ანსამბლი თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრება.

23-30 სექტემბერის ჩათვლით, სტამბოლში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურისა სამინისტროს, ქართული ხელოვნების სახლის, ქართული კულტურის სახლისა და სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს მხარდაჭერით,  „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე „პოლიფონიური მუსიკის მასტერკლასების კვირეულს„ გამართავს, რაც გულისხმობს ადგილობრივებისთვის ქართული პოლიფონიის გაცნობა-შესწავლას. მასტერკლასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. თურქული ტურნეს ფარგლებში გაიმართება „შავნაბდას“ ახალი დისკის პრეზენტაცია, რომელშიც  დაახლოებით 50-მდე  ქართული ხალხური სიმღერის ახალი ვერსია და სხვა საკონცერტო ჩანაწერია შესული.

ანსამბლ „შავნაბადას“ საგასტროლო ტურნე  23 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც „შავნაბადა“ ქართული ხალხური სიმღერა-გალობის მასტერკლასებსა და კონცერტებს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები