LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობაში დღეს ავიაცია ვერ ჩაერთო

71

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ვერ ჩაერთო. მიზეზი ამინდის გაუარესებაა.

ადგილზე გასულია 50 მეხანძრე-მაშველი.  აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის, განცხადებით, მუშაობას აგრძელებს, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა.

„დღეს დილიდან მთაში გაწვიმდა, დაეცა ტემპერატურა, არის საკმაოდ დიდი ნისლი, შესაბამისად ცოცხალი ძალა ჯერჯერობით ლოკაციებთან მისული არ არის ამინდის და კლიმატურ პირობების გამო. მძიმე ტექნიკა მუშაობს ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 50 -მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებში რომ მაინც ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები