LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობაში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება

40

ამ დროისთვის შავნაბადას მთაზე ცეცხლის ახალი კერა არ დაფიქსირებულა, თუმცა ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიის ზონაში კვლავ დაკვამლიანებაა. ვითარებას სამაშველო სამსახური აკონტროლებს. დილიდან ჩართულია ავიაცია და ცოცხალი ძალა.

ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ჩაერთვება თურქული ვერტმფრენიც. სპეცტექნიკის შესაყვანად ტყეში გაჭრილია 3 კილომეტრიანი გზა.

მეხანძრეები ხანძარს ებრძოდნენ შუახევის რაიონის სოფელ წელეთაშიც, თუმცა მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დამწვარია წელეთას ტყის 80 კვადრატულ მეტრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები