LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავნაბადასა“ და გოგონათა კამერული გუნდის ექსპერიმენტული კონცერტი ბათუმში გაიმართება

106

ანსამბლი „შავნაბადა“ და თბილისის გოგონათა კამერული გუნდი ექსპერიმენტულ კონცერტს ბათუმში 2 ივლისს გამართავენ. ღონისძიება ხელოვნების ცენტრის საკონცერტი დარბაზში ჩატარდება. ამ კონცერტს პირველად სწორედ ბათუმელი მაყურებელი მოისმენს.

პროგრამაშია ქართული ხალხური მუსიკა, ევროპული საგუნდო მუსიკის ნიმუშებთან ერთად, ასევე კომპოზიტორების: გია ყანჩელი, იოსებ კეჭაყმაძე, რევაზ ლაღიძე, ჯემალ ბეგლარიშვილის და Eric Whitacre-ის ნაწარმოებები.

,,შავნაბადას” და თბილისის გოგონათა კამერულ გუნდთან ერთად კონცერტში მინაწილეობენ:

ბესო ბერიძე – ანსამბლი ,,ფერიცვალება”, აჭარის სიმღერისა და ცევის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

ხათუნა ჭახნაკაია და თამაზ ბოლქვაძე – აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახლემწიფო აკადემიური ანსამბლი

გიგა ლოლაშვილი

სოფო ამირეჯიბი

იაკობ შონია და თეკლა გოგრიჭიანი – „ტანგო აკადემია თბილისი“

დავით გელაძე

რომეო გიორგაძე – ხმის რეჟისორი

კონცერტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კონცერტის  საინფორმაციო მხარდამჭერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. პროგრამა მომზადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე.

ბათუმის შემდეგ კონცერტი გაიმართება ქუთაისსა და თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები