LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შებმის ხელოვნება – 12 წუთი და საოცნებო მამაკაცი თქვენს ხელშია

980

1968 წელს ამერიკელმა ექიმმა კენეტ კუპერმა, ადამიანის ფიზიკური გამძლეობის შესამოწმებლად, რამდენიმე 12-წუთიანი ტესტი მოიფიქრა.  მოგვიანებით, “კუპერის 12 წუთმა” ბევრად უფრო ფართო გავრცელება მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ამდენი დრო ეძლევათ მეხანძრეებს ხანძრის კერის აღმოსაჩენად, დიასახლისს მაგარი კვერცხის მოსახარშად, მაიკლ ჯექსონს კი – ცნობილი Thriller-ის შესასრულებლად. კომპანია AXA-ს გამოკვლევებმა, რომელშიც დაახლოებით 2 000 წყვილი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ 12 წუთი აბსოლუტურად საკმარისია პარტნიორის დასაინტერესებლად როგორც შემთხვევითი ნაცნობობის, ისე პირველი პაემანის დროს. გთავაზობთ “კუპერის ტესტს” და გისურვებთ მის წარმატებით გავლას!

1:00 – ღიმილი

გამოთქმა “ერთი ნახვით შეყვარება” თავისუფლად შეიძლება გადაკეთდეს “ერთი გაღიმებით შეყვარებად”, რადგან მამაკაცთა  64% აღნიშნავს, რომ სწორედ ქალის ღიმილი განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ურთიერთობა.

2:00 – გარეგნობა

თქვენი ულამაზესი შინაგანი სამყარო მას ჯერ კიდევ ამოსაცნობი აქვს და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრწყინვალედ გაივლით ტესტის მეორე წუთს, რადგან ქვეცნობიერად სწორედ ამ მომენტში აფასებენ პარტნიორები ერთმანეთის გარეგნობას. ნუ გაიხდით დროზე ადრე ყველაფერს და ნუ მოიწყობთ თავზე მერცხლის ბუდეს. თუმცა, თუ ყველაფერ ამის მეტ-ნაკლებად იგნორირება შეიძლება, არასასიამოვნო სუნი სწორედ ის მტერია, რომელიც მანამდე დაუსვამს ყველაფერს წერტილს, სანამ თქვენ მოასწრებთ რამის დაწყებას.

3:00 – სინესთეზია

ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა არომატებზე. თავისუფლად შეიძლება, რომ ნაცნობმა არომატმა მოულოდნელი ბავშვობის მოგონებები გააღვიძოს, ფერმა კი – ნაცნობი მელოდია “ააჟღეროს” თავში. სექსუალური არომატი, კომფორტული გარემო და სასიამოვნო გემო, აუცილებლად დაგეხმარებათ მოხიბლოთ პარტნიორი მისთვის შეუმჩნევლად.

690x689_1_1d9c00b3691a45bda0ffeba7e4c68088@690x689_0xd42ee42a_9838109181415267449

4:00 – ვიზუალური კონტაქტი

მამაკაცების 58%-თვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური კონტაქტი პარტნიორთან. არ დაგავიწყდეთ თავდაჯერებულად უყუროთ მოსაუბრეს თვალებში, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, რადგან არავის არ მოსწონს, როცა მას თვალებით ბურღავენ.

5:00 – ხმის ტემბრი

არსებობენ ისეთები, ვისაც ძალიან გაუმართლა და სასიამოვნო, ვნებიანი ხმით დაიბადა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ გაუმართლა, მაგრამ ხმის იმიტირება ისწავლა. როგორც აღმოჩნდა ხმის ტემბრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების მინიმუმ მეოთხედი პირველ პაემანზე აბსოლუტურად გაუცნობიერებლად დიდი გულისყურით უსმენს ქალის ხმას.

6:00 – სამი კითხვა

დროა გაუბათ საუბარი! ჰარვარდის უნივერსიტეტი კი, ჩქარობს თქვენს დახმარებას. დაივიწყეთ ისეთი კლიშეეები, როგორიცაა “სად მუშაობ?” “როგორ ჩაიარა შენმა დღემ?” და უკვე ძალიან მოძველებული “ამინდის წინასწარმეტყველება”. მათემატიკური ალგორითმის დახმარებით ჰარვარდის სწავლულებმა ოთხი წაუგებელი კითხვა მოიფიქრეს, რომლებიც ყველაფერთან ერთად თქვენს საერთო მომავალსაც განსაზღვრავენ. იმ შემთხვევაში, თუ კითხვებს: “მოგწონს საშინელებათა ფილმები?”, “გიმოგზაურია როდისმე მარტოს?”,”კარგი იქნებოდა არა, მთელი ცხოვრება გემზე დარჩენა?” და “რომელ ინგრედიენტს დაუმატებდი პიცაში?”, პარტნიორმა თქვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცა, მეცნიერები თქვენს ურთიერთობას მწვანე შუქს აუნთებენ.

7:00 – მესიჯები და სატელეფონი ზარები

როგორც აღმოჩნდა, პირველ პაემანზე მამაკაცების 82%-ს საშინლად აღიზიანებს პარტნიორის ტელეფონის ზარი და ვიბრო-ზუზუნი, ამიტომ საპასუხისმგებლო შეხვედრაზე დროებით დაივიწყეთ მესინჯერების, სოციალური ქსელების არსებობა და არ მოცდეთ, მორიგ ვითომ “ძალიან მნიშვნელოვან შეტყობინებაზე” პასუხის გასაცემად.

8:00 – ქათინაური

არსებობს ქათინაურის ორი ტიპი- აბსოლუტურად გულწრფელი და ის, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს. რა თქმა უნდა მამაკაცები დახარბებული არიან კომპლიმენტებს, მაგრამ უკეთესია თავი შეიკავოთ ზედმეტად ტკბილი ქათინაურებისგან. სიყალბე თქვენს ხმაში უკეთეს შემთხვევაში იგნორირებული იქნება, უარეს შემთხვევაში კი – წაგართმევთ მეორე შეხვედრის შანსს.

9:00 – “სამსახურეობრივი გასაუბრება”

პირველი პაემანის ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა ურთიერთობა ვაკანსიის მოპოვების “კითხვა-პასუხის” ფორმატში გადადის. ნუ მოუწყობთ თქვენს პარტნიორს დაკითხვას! მოსინჯეთ ნიადაგი – რა თემაზე აინტერესებს მას საუბარი და რა არის მისთვის მიუღებელი. ისევ ტაბუდ რჩება მატერიალური მდგომარეობის და მისი ყოფილი პარტნიორების განხილვა. ნუ დაუსვამთ ე.წ. დახურულ შეკითხვებს, ანუ კითხვებს, რომელთა პასუხი მხოლოდ “კი” ან “არაა”. შეარჩიეთ რეპლიკები, რომლებიც თქვენ ს პარტნიორს მარტივად გახსნაში დაეხმარება. თქვენ კი, ნებისმიერ კითხვას ისე უპასუხეთ, თითქოს საუკეთესო მეგობართან ჭორაობთ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს პარტნიორს კიდევ ერთხელ მოუნდება თქვენთან წაჭორავება.

10:00 – სისწრაფე

სისწრაფე, რომლითაც მამაკაცი საკუთარ ცხოვრებაში ახალ ქალს უშვებს,  ბევრად ჩამორჩება ქალის ტემპებს. ნუ დააჩქრებთ მოვლენებს და დროზე ადრე ნუ აკრეფთ სიჩქარეს! რადგან ქალის ზედმეტად აქტიური შეჭრა მამაკაცის პირად სივრცეში, საჭიროზე მეტი ინფორმაციის გაცემა საკუთარ თავზე და სწრაფი ლაპარაკი, მამაკცების 83%-ში საშინელ დისკომფორტს იწვევს და აფრთხობს მათ. მეცნიერების მტკიცებით, დიალოგის ყველაზე ოპტიმალური ტემპი წუთში 125-150 სიტყვაა.  

690x752_1_8ca2ab7ae9d1c5c5aa455f66a0e6fd20@690x752_0xd42ee42a_15963357341415267910

11:00 – ხუმრობა

იუმორის გრძნობა ქალის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური თვისებაა. იუმორი დაგეხმარებათ განმუხტოთ დაძაბული სიტუაცია და ნებისმიერ მამაკაცს უგონოდ შეაყვარებს თქვენს თავს. თუმცა, ნურც აქ გადააჭარბებთ, ნუ იქცევით მასხარად და მოერიდეთ უხამს ხუმრობებს.

12:00 – მეორე შანსი

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები ორჯერ უფრო ლიბერალურები არიან, ვიდრე ქალები და იმ შემთხვევაშიც, თუ პირველი პაემანი კრახით დასრულდა, მზად არიან ქალი მეორე შეხვედრაზეც მიიწვიონ. ასე, რომ სავარაუდოდ მეორე შანსი ნებისმიერ შემთხვევაში გექნებათ, თუმცა უმჯობესია, პირველივე პაემანი ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულოთ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები