LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომები, რომელთაც ურთიერთობის დანგრევა შეუძლიათ

202

თუ ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა მოულოდნელად სრულ კატასტროფად იქცა, მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ეძებოთ, რადგან მამაკაცებთან ურთიერთობისას, ქალბატონები ხშირად საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებენ და ვერც ხვდებიან.

* უმიზეზოდ ეჭვიანობა – როცა საკუთარ მოვალეობად თვლით პარტნიორის ჯიბეების ქექვას და მისი შეტყობოინებების კითხვას, ნებისმიერ ქალზე ეჭვიანობთ, გააფთრებული იცავთ საკუთარ იდილიას „დამპყრობლების შემოჭრისგან“ და გგონიათ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, სინამდვილეში საკუთარი ხელით ანგრევთ ურთიერთობას.

* პროვოცირება – ზოგი დარწმუნებულია, რომ უცხო მამაკაცთა წრეში საკუთარი ღირსებების  დემონსტრირებით და პარტნიორის ეჭვიანობით, უფრო მეტ სიყვარულს დაიმსახურებს. სინამდვილეში, არცერთ მამაკაცს არ მოსწონს როცა მისი რჩეული ქალი სხვას ეკეეკლუცება და ეჭვიანობაც ხშირად დაშორებით სრულდება.

* ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა – როგორი გულწრფელიც არ უნდა იყოს მეგობრობა ყოფილ შეყვარებულთან, ის ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეუშლის ახალ ურთიერთობას, რადგან სხვა მამრს საკუთარ ტერიტორიაზე ვერცერთი მამაკაცი ვერ აიტანს.

* წვრილმანებზე გაბრაზება – არაფერი არ აგიჟებს მამაკაცს ისე, როგორც გაბუტული გოგონა, რომელიც არ ამბობს რაზეა ნაწყენი და ელოდება როდის მიხვდება პარტნიორი. სხვათაშორის, მამაკაცი არაა ვალდებული გამოიცნოს თქვენი გაბრაზების მიზეზი, თუ პრობლემა ან უთანხმოება გაქვთ, უკეთესია პირდაპირ თქვათ, რადგან მუდმივი უთქმელობა და გაბუტვა, აუცილებლად არასასიამოვნო შედეგით დასრულდება.

* უცხოების თანდასწრებით შენიშვნის მიცემა – ქალის სიძლიერე მის სისუსტეშია, სხვების თანდასწრებით საკუთარი ძალის დემონსტრირებით კი, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით. საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა თავისუფლად შეგიძლიათ როცა პარტნიორთან მარტო დარჩებით, მისი საჯაროდ დამცირებით კი, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას, რადგან აღიარებთ, რომ უღირსი მამაკაცის გვერდით ცხოვრობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები