LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომები, რომლებსაც ქალბატონები 45 წლის შემდეგ უშვებენ

392

ქალის სილამაზე – საკუთარი მომხიბვლელობის შინაგანი განცდაა, რადგან ბუნებამ სწორედ ასე ჩაიფიქრა: ქალი თვალს უნდა ახარებდეს, გულს ათბობდეს და მამაკაცს აღელვებდეს. თუმცა, აუცილებელია მუდმივად საკუთარი თავის მოვლა და სილამაზის ხაზგასმა! არასდროს არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა იყოთ უკეთესი და ნუ დაუშვებთ იმ ბანალურ შეცდომებს, რომლებიც ქალბატოებს ჩვეულებრივ 45 წლის შემდეგ მოსდით!

* ეკონომიის გაწევა საკუთარ თავზე – რა თქმა უნდა, გყავთ ოჯახი და ხელფასის დიდი ნაწილს სწორედ მათზე ხარჯავთ, მაგრამ არ ღირს სულ სხვისთვის ცხოვრება. ზოგჯერ საკუთარი თავიც უნდა გაანებივროთ და გაუკეთოთ საჩუქარები – შეიძინეთ მოდური ფეხსაცმელი, კაბა ან ესტუმრეთ სალონს.

* მოკლე ვარცხნილობა – თმა ნებისმიერ ასაკში ალამაზებს ქალს, ამიტომ არ ღირს მისი შეჭრა. არ დაგავიწყდეთ, თმის გამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარებაც, გამოიყენეთ მკვებავი ნიღაბი და რეგულარულად ესტუმრეთ სტილისტს, რადგან სათანადო მოვლის შემთხვევაში, თმა კიდევ 20 წელს იქნება თქვენი სავიზიტო ბარათი.

* „პენსიონერული“ ტანსაცმელი – 45 წელს გადაცილებული ქალბატონების უმეტესობა თვლის, რომ ახალგაზრდობა დამთავრდა, ამიტომ უარს ამბობს მოდურ თანსაცმელზე და უფორმო, უღიმღამო ტანსაცმელს ატარებს. შეარჩიეთ ნათელი ფერის ელეგანტური სამოსი, რათა არ გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში – არ ღირს არც ზედმეტად ახალგაზრდული მოდელების – გულუბრყვილო წარწერიანი მაისურების, მოკლე კაბებისა და ტოპების შერჩევა, რადგან სინამდველეში, ასეთი ტანსაცმელი არასდროს გაგაახალგაზრდავებთ და პირიქით, ხაზს გაუსვამს სტილსა და ასაკის შეუსაბამობას.

* მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარის თქმა – რა თქმა უნდა, ყოველდღე მაღალ ქუსლებზე დგომა მოუხერხებელია, მითუმეტეს, როცა ბევრად კომფორტულად გრძნობთ თავს სპორტულ ფეხსაცმელში, მაგრამ ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს გარდერობში. შეარჩიეთ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი და არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც ჩაიცვით.

* ჯანმრთელობაზე ნაკლებად ზრუნვა – სილამაზის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა, არამედ ექიმთან სისტემატური ვიზიტიც აუცილებელია, რადგან ფარული, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ავადმყოფობა თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დაავადებაში, მკურნალობა კი, დაგვიანებული აღმოჩნდეს. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ლამაზი ქალი – პირველ რიგში ჯანმრთელი ქალია!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები