LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჩერებული წამი, სადაც პარფიუმერიის წყალი იბადება – ახალი არომატები Issey Miyake-სგან

504

შეჩერებული წამი, სადაც პარფიუმერიის წყალი იბადება – მარილოვან-არომატული აკორდი და მსახლი გაზავებული თაფლში – ეს ყოველივე იმ 2 ახალ არომატს ახასიათებს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს წარუდგინა.

სუნამოები სახელწოდებით L ́eau d’ ́Issey pure და L’eau majeure d’ ́Issey ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის შეიქმნა და ის ცნობილ დიზაინერს, Issey Miyake-ს ეკუთვნის.

Issey Miyake – იაპონელი დიზაინერი, რომელსაც მსოფლიო მოდის კრიტიკოსები მოდის არქიტექტორს უწოდებენ, 1938 წლის 22 აპრილს დაიბადა. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება პარიზის მოდის აკადემიაში. Issey Miyake-ის მოდელები ინსპირაციას იღებს ბუნებიდან, მის თითოეულ მოდელში მუდმივად იგრძნობა არქიტექტურა, მის საოცარ მოდელებს ეთაყვანება მსოფლიო მოდის ინდუსტრია. სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის ის 2 ახალი არომატი, რომლის შეძენაც ქართველ მომხმარებელს 21 მარტიდან ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში შეუძლია.

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, Issey Miyake-ის პარფიუმერია 1992 წელს შეიქმნა და ამ პერიოდიდან დღემდე, ინარჩუნებს წარმატებას. ყოველ 5 წუთში Issey Miyake-ის თითო ფლაკონი იყიდება მსოფლიოში. აღნიშნული ბრენდი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, განსაკუთრებით მამაკაცებში.

https://www.youtube.com/watch?v=UaYr02CF1QM

”იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდი Issey Miyake ქართველი მამაკაცების ფავორიტია, მოდი დავიწყოთ სწორედ მამაკაცის ახალი არომატით, ანუ L’eau majeure d’ ́Issey-ით. Issey Miyake -მ მამაკაცის ხაზი ჯერ კიდევ 1994 წელს შექმნა და ეს არომატი, მსოფლიო პარფიუმერების დახმარებით, მუდმივად ახლდება და ვითარდება. მოგეხსენებათ, იაპონელები ყოველ დილას იწყებენ წლით, ამიტომ Issey Miyake-ის ეს ახალი არომატი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, შთაგონებულია ბუნებით და წყლით. სუნამო ასოცირდება მამაკაცის სიძლიერესთან და მისი სათაური – L’eau majeure d’ ́Issey- იშიფრება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძლევამოსილი. გამორჩეულია სუნამოს ფლაკონიც. როგორც თავად Issey Miyake ამბობს, დიზაინს აქვს ძალა, გახადოს ნივთი უნივერსალური. შესაბამისად, სუნამოს ფლაკონი არის არქიტექტურული თავისებურებებით გამორჩეული. შეფუთვა კი ვერცხლისფერია. რაც შეეხება სუნამოს შემადგენლობას, მასში ჭარბობს ციტრუსოვანი არომატი. არომატი ნაზავია: ციტრუსის კოქტეილის, მერქნის შემადგენლობისა და მარილოვან-არომატული აკორდის. რაც შეეხება სუნამოს მთავარ პარფიუმერს, ეს არის მსოფლიოში აღიარებული  Orelie Getchar”, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, L ́eau d’ ́Issey pure-ის, ანუ Issey Miyake-ის ქალბატონების ახალი სუნამოს ინსპირაციაც წყალია, ისევე როგორც ბუნება და სილამაზე.  

”ზუსტად 25 წელს ზეიმობს Issey Miyake-ის L ́eau d’ ́Issey-ის ხაზი. მისი შექმნა კი პარიზში გადაწყდა, როდესაც ბატონი Issey Miyake საკუთარი ნომრიდან გაჰყურებდა ეიფელის კოშკს, რომელსაც მთვარე დანათოდა. სწორედ აქ გაჩნდა იდეა ამ სუნამოს შექმნის. ეს მოხდა 1992 წელს. 25 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვზეიმოთ ახალი სუნამოს დაბადებას, რომელსაც L ́eau d’ ́Issey pure ჰქვია, ეს არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ერთობლიობა. სუნამოს სურნელოვანი აგებულება კი ასეთია: მსახლი გაზავებული თაფლში, ტკბილი ვარდი, კრემოვანი სანდალოზის მერქანი – ეს ყველაფერი მოქცეულია მოტკბო, წყლისფერ არომატში. ეს არის ეს არის შეჩერებული წამი, სადაც პარფიუმერიის წყალი იბადება. ბუნების სხივისა და ყვავილების კომბინაცია გახლავთ ამ არომატში. ამიტომ,  L ́eau d’ ́Issey pure ნებისმიერ ქალბატონს დაამშვენებდა”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანიიის გაყიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, როგორც ხატია შამუგია ამბობს, კომპანია ”ისი-პარის” გაყიდვები 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. კომპანიაში გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას მიმდინარე წელსაც ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები