LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეხება თუ არა საერთაშორისო ზარებზე შეზღუდვა მომხმარებელს?

103

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ზარებზე შეზღუდვა, მომხმარებელზე არ აისახება.

როგორც “ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, დღეს გავრცლებული ინფორმაცია ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ავტორიზებულ პირებს შორის წარმოქნილ სატარიფო რეგულაციასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

“ეს არის კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავა, რომელსაც განიხილავს კომისია და მომხმარებელს არანაირად არ შეეხება. ზარის განხორციელება არ შეფერხდება. კომპანიებს შორის წარმოიქმნა დავა წუთების ღირებულებასთან დაკავშირებით და სწორედ ამას განვიხილავთ კომისიაში ხვალ”, – განაცხადა GNCC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია ყურაშვილმა.

აღნიშნული თემა ტრანზიტული ოპერატორების მიერ გაკეთებული განცხადებიდან აგორდა. მათ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ 12 აპრილს 18:00 საათიდან, 00:00 საათამდე “ჯეოსელი”, “მაგთიკომი” და “მობიტელი” საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორების ქსელიდან გათიშვას დაიწყებენ. რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან შესრულებული ზარების მიღება შეფერხდება.

ტრანზიტული კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, “ჯეოსელი”, “მაგთიკომი” და “მობიტელი” მათ საფასურის 18,5 თეთრიდან 20 ცენტამდე გაზრდას სთხოვს, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან. ტრანზიტული კომპანიების განცხადებით, ამჟამინდელი ტარიფი კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ არის დადგენილი, რისი შეცვლის უფლებაც მათ არ აქვთ.

“ფორტუნა” მობილურ კომპანიებსაც დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

 

პოპულალურები