LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეკითხებიან თუ არა ხალხს გადასახადების გაზრდას

35

სესხების ლარში გადაყვანის პროგრამის ტემპი სავალალოა. ამის შესახებ სტატიას დღევანდელი გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს და წერს, რომ 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ 400 მოქალაქემ გადაიყვანა ლარში კრედიტი, რაც პროგრამის არაეფექტურობაზე მიუთითებს.

გაზეთი „რეზონანსი“ კი საგადასახადო პოლიტიკის შეცვლაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას განიხილავს. საქმე ეხება იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც წინა ხელისუფლებამ შემოიღო და რომლის თანახმად გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ შეიძლება. ამ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი. ექსპერტები კი ცალსახად ამბობენ, რომ გადასახადების ზრდა მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს. თემის დეტალებს დღევანდელ „რეზონანსში“ წაიკითხავთ.

„რეზონანსი“ გოგი თოფაძეზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ლუდის ბიზნესი 15% შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები