LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა

60

აშშ-ში სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეჩერებულია. მიზეზი დაფინანსების არარსებობა გახდა. BBC-ის ცნობით, სენატში დემოკრატებმა დროებითი ბიუჯეტის მიღების საკითხი ჩააგდეს. შესაბამისი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს, თუმცა სენატმა დაბლოკა. შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში ეს არის მთავრობის მუშაობის შეჩერების პირველი შემთხვევა იმ პირობებში, როდესაც კონგრესის ორივე პალატას ერთი პარტია აკონტროლებს.

სახელმწიფო უწყებების მუშაობა 20 იანვარს, ღამის 12:00 საათზე გაჩერდა და მანამდე არ აღდგება, სანამ რესპუბლიკელები და დემოკრატები კომპრომისს არ მიაღწევენ.

„ეს ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ საზღვრებზე,“- დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე. 

დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობის გაჩერებას, ექსტრემალური სამსახურების გარდა. ესენია: ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, ფოსტა, საჰაერო სივრცის კონტროლი, მუნიციპალირი სამედიცინო დაწესებულებები, სასწრაფო დახმარება, სტიქიური უბედურების დახმარების სამსახური, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ელექტროენერგეტიკული სამსახურები.
დანარჩენი ფედერალური სამსახურების თანამშრომლები ამ დროისთვის უხელფასო შვებულებაში არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები