LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეშვით, აკოცონ: რუსეთში ჰომოსექსუალებს საჯაროდ კოცნის ნება დართეს

77

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, ჰომოსექსუალ გულშემატკივრებს საჯაროდ კოცნის ნება ექნებათ.

ფიფას ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორობის პატივისცემაა მათი რასის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. მასპინძელ ქვეყანაში კი 2013 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც გეი-პროპაგადას კრძალავს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

”ფეხბურთი ემოციური სპორტია გულშემატკივრებისათვის. ასე რომ, მათ ვერავინ აუკრძალავს ერთმანეთის ჩახუტებას ან კოცნას. ემოციის ან გრძნობების ნებისმიერი გამოვლინება აღქმული იქნება, როგორც სავსებით ბუნებრივი ქმედება, თუკი ის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ გამოიწვევს. იმისათვის, რათა ტურნირის თამაშების საყურებლად ფანებს სრული კომფორტი ჰქონდეთ, მსოფლიოს ჩემპიოანტზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო გამოკითხვებით დადგინდა, რომ რუსეთის მცხოვრებთა 47%-ს არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუკი ნაკრებში გეი ან ბისექსუალი ფეხბურთელი ითამაშებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები