LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფასებების გაკეთებამდე კითხვების დასმის დროა – გივი თარგამაძე

73

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ გუშინ ჩატარებული ოპერაციის შეფასებამდე კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღებაა საჭირო. გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კითხვები საპარლამენტო კომიტეტზე უნდა დაისვას და მათ პასუხი ხელისუფლებიდან პასუხისმგებელმა პირებმა უნდა უპასუხონ.

“რამოდენიმე ფუნდამენტური კითხვაა: როდის იქნა მოპოვებული პირველადი ინფორმაცია დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ; პირველადი ინფორმაცია იქნა მოპოვებული ღია წყაროებიდან, აგენტურული ქსელიდან, თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან; იმყოფებოდა თუ არა ჯგუფი სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ, თუ იმყოფებოდა, რამდენი ხნის მანძილზე; როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯგუფის გადაუდებელ დაკავებაზე; რამ განაპირობა გადაწყვეტილების მიღება ჯგუფის გადაუდებელ დაკავებაზე ქალაქის ცენტრალური ნაწილის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, მრავალსართულიან კორპუსში განლაგებულ საცხოვრებელ ბინაში; როდის შედგა ოპერაციის გეგმა, ვინ შეადგინა ის; როდის შედგა ოპერაციის შტაბი, ვინ შედიოდა მასში, ვინ ხელმძღვანელობდა შტაბს; როგორ განაწილდა ფუნქციები შტაბში, ასევე, უსიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს შორის; რა ბრძანებები გასცა შტაბმა ოპერაციის დაწყებიდან დასრულებამდე,”- წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში. 

https://www.facebook.com/givi.targamadze.90/posts/2018165331792821?pnref=story

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები