LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგინში“აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატი და 1000 ვაზნა ამოიღეს

98

სასაზღვრო პუნქტ „შეგინში“ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა ავტომატი და ათასზე მეტი ვაზნა ამოიღეს.

ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, ლვოვის ოლქის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყება.

„13 სექტემბერს პოლიციელებმა სასაზღვრო პუნქტშეგინშიგამართული აქციის ერთერთი მონაწილის საცხოვრებელ სახლში სანქცირებული ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილიაკალაშნიკოვისსისტემის ავტომატი და ათასზე მეტი ვაზნა – 790 ცალი 5,45-მილიმეტრიანი და 301 ცალი 7,62-მილიმეტრიანი, – ნათქვამია განცხადებაში.

ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები