LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგიქმნით თუ არა სესხები პრობლემებს ევროპაში გამგზავრებისას?

103

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ნინო გახარიას განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეებს, ჩვენი კრედიტებისა და სესხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ნინო გახარიას განცხადებით, ისინი თქვენი საბანკო ანგარიშის მდგომარეობითაც კი არ დაინტერესდებიან, თუ თქვენ საკმარისი ნაღდი ფული გექნებათ თან.

“თუ თქვენს ქვეყანაში ბანკის ვალი გაქვთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ევროკავშირის მესაზღვრეს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს და არც აინტერესებს თუ თქვენი ნაღდი თანხა საკმარისია ევროკავშირში ვიზიტისთვის. სასტუმროს გარდა დღიურად მინიმუმ 50 ევროა საჭირო”, – განაცხადა ნინო გახარიამ.

თუმცა, გახარიას თქმით,  არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე – საინფორმაციო ბაზები, რომელიც ყველა მესაზღვრისთვის არის ხელმისაწვდომი.

ამ ბაზებში ინახება ინფორმაცია, ადამიანების შესახებ და თუ თქვენ წარსულში, რაიმე მიზეზით უარი გეთქვათ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე, ეს შეიძლება გათვალსიწინებული იყოს, თუმცა გააჩნია მიზეზსაც.

“ყველა მესაზღვრეს აქვს დისკრეცია შეგვიშვას, ან არ შეგვიშვას, თუნდაც ყველა საბუთი წესრიგში იყოს. თუ არის, რაიმე ისეთი ნეგატიური ინფორმაცია პირზე, რის გამოც შესაძლოა, მისი ქვეყანაში შეშვება სწორი არ იყოს, მაშინ ამ ინფორმაციით ცხადია, იხელმძღვანელებენ მესაზღვრეები. თუმცა, თუ პირს წარსულში წასვლაზე უარი ეთქვა სამსახურის არქონის გამო, ან რაიმე მსგავსი მიზეზით, მაშინ ამას ყურადღება არ მიექცევა (თუ დღევანდელი მდგომარეობით, იგივე გარემოებები აღარ არის)”, – განაცხადა ნინო გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, მესაზღვრე–კონტროლიორმა საერთოდ არ შეამოწმოს თქვენი დოკუმენტაცია – ეს კი თქვენი პოზიტიური ისტორიის დამსახურება იყოს. მაგალითად, თუ თქვენ რამდენჯერმე ხართ შენგენის ზონაში ნამყოფი და არ გიფიქსირდებათ დარღვევები, უპრობლემოდ გაშვების ალბათობა მაღალია.

28 მარტიდან საქართველოს მოქალქეებს შენგენის ზონაში, ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ 180 დღის განმავლობაში–90 დღე.

იხილეთ ფორტუნას რეპორტაჟი 28 მარტს აეროპორტიდან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები