LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ვარ – დონალდ ტრამპი

37

ლონდონში ბრიტანელმა აქტივისტებმა ჰაერში მცირეწლოვანი ბავშვის 6 მეტრიანი გასაბერი ბუშტი გაუშვეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განასახიერებს. აქცია დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მიმდინარეობს.

ბუშტს ტრამპის გაბრაზებული გამომეტყველება, მისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა და კანის ფერი აქვს. ხელში მას სმარტფონი უჭირავს.

ამგვარად აქტივისტებს ტრამპის ფეთქებადი ხასიათისა და სოციალური ქსელების მიმართ ინტერესისთვის ხაზგასმა სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა ის ლონდონში თავს არასასურველ სტუმრად გრძნობს, თუმცა ეს ვიზიტის გასაუქმებლად საკმარისი მიზეზი არ არის.

„შეიძლება, თქვენ არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ვარ,“ – განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები