LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ერთ თვეში 30 ხანძარი გაჩნდეს და ეჭვები არ დაგებადოს?!“

69

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ბოლო დროს, საქართველოში გაჩენილ უამრავ ხანძართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც შეთქმულების თეორიის მანიით არის შეპყრობილი საშიშია და მის არაჯანსაღ აზროვნებაზე მიანიშნებს, თუმცა გოცირიძე საქართველოში გაჩენილ უამრავ ხანძართან დაკავშირებით, მსგავს ეჭვს გამოთქვამს.

მისი თქმით, ხანძრების სტატისტიკა ძალიან საეჭვოა.

“პოლიტიკოსი, რომელიც შეთქმულების თეორიის მანიით არის შეპყრობილი, არის ძალიან საშიში. ასეთები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვა ხელუსუფლების მაღალ სადავეებთან. ეს თვისება მის არაჯანსაღ ( რეალობას მოკლებულ) აზროვნებაზე მიანიშნებს.
მაგრამ რა ვუყუთ ოსტაპ ბენდერის მართლაც რომ გენიალურ ფრაზას: “Статистика знает все”?!
სტატისტიკამ მართლაც რომ იცის ყველაფერი?!
შეიძლება ერთ თვეში 30 ხანძარი გაჩნდეს და ეჭვები არ დაგებადოს?!
ორი ადამიანი იბრძვის ჩემში: ერთი, რომელსაც სძულს კონსპიროლოგია და მეორე, რომელსაც უყვარს სტატისტიკა”, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები