LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში ჩეხურ-სლოვაკური ინვესტიცით სასტუმროები აშენდება

59

ჩეხურ-სლოვაკური კომპანია L&R  საქართველოში 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 7 ივნისს შეკვეთილში აღნიშნული კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. შეკვეთილს ეწვევიან ჩეხი და სლოვაკი ინვესტორები., რომლებიც ადგილობრივ ბიზნეს გარემოს გაეცნობიან და მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე იმსჯელებენ.

“სულ 3 წლის განმავლობაში ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეკვეთილში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი ამავე რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული კომპანიები , ბიზნესის განვითარებას სამშენებლოს გარდა , სხვა სექტორებშიც გეგმავენ. პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალ საინვესტიციო ჯგუფებთან”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, კომპანია L&R-ის პროექტი რამდენიმე შენობისგან შედგება, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს.

ცნობისთვის, კომპანია L&R 2014 წელს დაარსდა და მას სლოვაკი და ჩეხი დამფუძნებლები ჰყავს. 2015 წლიდან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად კი 2016 წელს კომპანიამ ხელშეკრულება სამ სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა და აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე სხვადასხვა სფეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები