LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში მდებარე PARAGRAPH -ი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სასტუმროებს შორის მოხვდა

491

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო Paragraph-ი ყველაზე მდიდრულ სასტუმროებს შორის დასახელდა. აღნიშნული ტიტული Paragraph-ს ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მიანიჭა.

გამოცემამ ის 6 სასტუმრო დაასახელა, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ყველაზე მდიდრულად მიიჩნია. რეიტინგში პირველ ადგილს მონტენეგროში მდებარე სასტუმრო Aman Sveti Stefan იკავებს, მას მეორე პოზიციაზე სწორედ Paragraph მოჰყვება, შემდეგ ადგილებს კი აღნიშნული სასტუმროები იკავებენ:

  • Sani Resort (საბერძნეთი, ჰალკიდიკი)
  • Four Seasons (ეგვიპტე, შარმ ელ შეიხი)
  • Hotel Monte Mulini (ხორვატია)
  • empinski Hotel Barbaros (თურქეთი, ბოდრუმი)

Forbes-ი რეიტინგში დასახელებულ სასტუმროებზე დეტალურად საუბრობს და დამსვენებელს მათ მონახულებას ურჩევს. რაც შეეხება უშუალოდ Paragraph-ს, ამერიკული გამოცემა აქცენტს სასტუმროს მდებარეობაზე აკეთებს და წერს, რომ აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დატკბნენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარემოთი. სტატიაში ნახსენებია გასართობი პარკი ”ციცინათელა”, სადაც სასტუმრო Paragraph-იდან მარტივად მოხვდებით, ასევე საუბარია საკონცერტო დარბაზს Black Sea Arena-ზეც, რომლის ნახვასაც Forbes ვიზიტორებს ასევე ურჩევს.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ამერიკული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, გარდა სასტუმრო აღწერისა, ეს ქართული, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობაა.

შეგახსენებთ, სასტურმო Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს. საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები