LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაჯამებელი რეიტინგები – წლის გადაცემა „ნიჭიერია“, თოქშოუ – „პროფილი“

101

ისევე, როგორც ყველა სხვა სფერო, ტელესივრცეც აჯამებს უკვე ჩავლილ 2016 წელს. წლის მონაცემები ცნობილია. ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს სათავეში უდგას „ნიჭიერი“, რომელსაც არც ერთ წელიწადს არ დაუთმია გამარჯვება სხვისთვის და მუდმივად ინარჩუნებს ძალიან მაღალ რეიტინგს. რასაკვირველია, წლის პროექტებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორიცაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „შენ შეგიძლია ცეკვა“, „სხვა რაკურსი“ და „ეკა ხოფერიას თოქშოუ“. თოქშოუების სეგმენტზე თუ ვისაუბრებთ, აქ მრავალი წელია, ლიდერობას არავის უთმობს „პროფილი“, შემდეგ მოდის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“.

მაია ასათიანმა ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, „პროფილი“ წლის თოქშოუ გახდა! „რუსთავი 2“ წლის ნომერ პირველი არხი! ნიჭიერი წლის გადაცემა! Nanuka Zhorzholiani, გილოცავ მე და შენ ისევ ლიდერები ვართ!“.

დაახლოებით იგივე ტექსტი დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმაც და აღნიშნა, რომ მისი შოუ და „პროფილი“ წლის პროექტებს შორის არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები