LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდეს მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკი – თბილისში აქცია გაიმართა

78

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტყიბულში დაღუპული მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად გაერთიანებული პროფკავშირებისა და „აუდიტორია 115“-ის აქცია გაიმართა.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საპენსიო ასაკმა დაიწიოს და გაუუქმდეთ მათ საშემოსავლო გადასახადი.

პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას შრომის ინსპექცია. მისივე განცხადებით, კონსტიტუცია უნდა შეთანხმდეს საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც იყენებს ამ კონსტიტუციას – სტუდენტები და დასაქმებული ადამიანები.

პეტრიაშვილი ახლო მომავალში უფრო დიდი აქციის გამართვას აანონსებს და კანონმდებლებს მოუწოდებს, დროულად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები