LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემდეგი თქვენ ხართ, სერ!“ – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იამაიკაზე მეგობრის ქორწილს დაესწრნენ

68

კანადელმა მსახიობმა მეგან მარკლმა თავისი რჩეულის უახლოესი მეგობრები იამაიკაზე, პრინც ჰარის უახლოესი მეგობრის ქორწილში გაიცნოს. 2 მარტს პრინცი აეროპორტში დააფიქსირეს. იგი სწორედ აღნიშნული მიმართულებით მიემგზავრებოდა. მარკლი ჰარისთან შესახვედრად ტორონტოდან გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილამდე ჩასაფრენად პრინცმა ეკონომ-კლასი აირჩია, მეგანმა კი მეგობრის პირადი თვითმფრინავით ისარგებლა.

კუნძულზე ისინი მდიდრულ ვილაში Montego Bay დარჩნენ, სადაც ერთი ღამის გატარება 5000 დოლარი ღირს და რომელსაც ბევრი ცნობილი სტუმარი ახსოვს, მათ შორის გრეის კელი, სერ პოლ მაკარტნი, ემა უოტსონი და ა.შ.

მარკლი და ჰარი, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში იყვნენ და არავის გაკვირვებია, რომ მთავარ წყვილზე მეტად, საზოგადოებას სწორედ ეს უკანასკნელები აინტერესებდა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, პასტორმა, რომელმაც ქორწინების ცერემონია ჩაატარა, ჰარის მიმართა: „შემდეგი თქვენ ხართ, სერ!“

მარკლს კანადელი დიზაინერის, Erdem-ის ყვავილების პრინტით გაწყობილი კაბა შეარჩია, რომლის ღირებულებაც 1200 დოლარს შეადგენდა, იამაიკური მზისგან თავი კი „დიორის“ სათვალით დაიცვა. ჰარის კლასიკური შარვალი და პიჯაკი ეცვა, ეს უკანასკნელი კი ყვითელი ყვავილით ჰქონდა გაწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები