LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგმა პარლამენტმა გადაწყვიტოს პრეზიდენტის არჩევნების საკითხი – დავით უსუფაშვილი

32

„ახლა შევთანხმდეთ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე და შემდეგმა პარლამენტმა გადაწყვიტოს პრეზიდენტის არჩევნების საკითხი,“ – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა, ყველა გაწბილებულია. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, თავად მმართველი გუნდი და ვენეციის კომისია.

„ვენეციის კომისიაში ამბობენ, რომ მაღალი ხარისხის ტექსტია, მაგრამ გაწბილებულები არიან იმის გამო, რომ პროპორციული სისტემა მხოლოდ 2024 წელს შემოვა. ბატონმა ირაკლიმ აიღო დიდი რისკი, როცა განაცხადა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის მზადყოფნის შესახებ. აღმოჩნდა, რომ დაპირება არ შესრულდა და ოპოზიცია ამაზე თავისთავად ნაწყენია. ბატონი სპიკერიც ნაწყენია, რომ არ არის აღიარებული ის შრომა, რომელიც გასწიეს. 1 წლის წინ კობახიძე მზად იყო, კენჭი ეყარა ამისთვის და ბატონი დავით ბაქრაძე არ იყო მზად, ხმა მიეცა. მე მზად ვიყაცვი, რომ ხმა მიმეცა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა იმიტომ, რომ მაშინ ბატონი ირაკლი აკონტროლებდა უმრავლესობის უმრავლესობას და ბატონი დავითი – უმცირესობის უმრავლესობას, ამიტომ ჩვენ გავუშვით შანსი. ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ზიანი არ მიუყენებია კონსტიტუციისთვის,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები