LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომიდან კაჭრეთის მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს

133

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა. მინისტრმა კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

”ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და შემოდგომიდან ადგილობრივები ახალი გზით შეძლებენ სარგებლობას”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები