LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის 15 ხმაურიანი კინოპრემიერა

148

15 ფილმი, რომელიც შემოდგომაზე გამოდის კინოეკრანებზე და რომელთა ნახვასაც მაყურებელი მსოფლიო მასშტაბით დიდი ხანია ელის.

 

 

 

 

 

„ცხრა სიცოცხლე“ (1 სექტემბერი)

ესაა ფრანგული კომედია, რომელშიც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, ოჯახის უფროსი შემთხვევით კატად გადაიქცევა. მას მოუწევს იმის დამტკიცება, თუ რამდენად საჭიროა ოჯახისთვის.

01

„მორგანი“ (1 სექტემბერი)

ფილმი ფანტასტიკური ჟანრის და ტრილერების მოყვარულთათვის. საიდუმლო ბუნკერში, სადაც აკრძალული ცდები ტარდებოდა, ავარია ხდება.

02

„ბრიჯიტ ჯონსი 3“ (15 სექტემბერი)

ბრიჯიტ ჯონსის მოყვარულები ფილმის გამოსვლას დიდი ხანია ელიან. მაყურებელი გაიგებს, როგორ გრძელდება პოპულარული გმირის ცხოვრება წლების შემდეგ. რენე ზელვეგერი, კოლინ ფერტი და პატრიკ დემპსი უკვე ემზადებიან პრემიერისთვის.

03

„შესანიშნავი შვიდეული“ (22 სექტემბერი)

ლეგენდარული ვესტერნის ახალი ვერსია, რომელიც ნამდვილად მიგაჯაჭვებთ ტელეეკრანებთან.

04

„ლიდერის ბავშვობა“ (22 სექტემბერი)

ბრიტანული ფილმი პატარა ბიჭზე, რომელიც პირველი სამამულო ომის შემდეგ საფრანგეთში იზრდება. მსოფლიო ომის დროს ნანახი სისასტიკე მას დიქტატორად აყალიბებს.

05

„ჩემი ბიჭი კილერია“ (22 სექტემბერი)

კომედიური ჟანრის ფილმი ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც ცხოვრების სიყვარულს იპოვის და აღმოაჩენს, რომ საყვარელი მამაკაცი ადრე პროფესიონალი ქილერი იყო.

06

„წყლის ჰორიზონტი“ (29 სექტემბერი)

ამერიკული ფილმი-კატასტროფა, რომელიც მექსიკის ყურეში, 2010 წელს მომხდარი ნავთობის პლატფორმის აფეთექებას ასახავს.

07

„უცნაური ბავშვების სახლი“ (6 ოქტომბერი)

ახალი ფილმი ევა გრინით მთავარ როლში. სურათი  უცნაური და ამოუხსნელი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სასწავლებელზე მოგვითხრობს.

08

„გოგონა მატარებელში“ (13 ოქტომბერი)

კლასიკური დეტექტივი გოგონას შესახებ, რომელიც ყოველდღე მატარებლით მგზავრობისას მოსიყვარულე წყვილს ხედავს. ერთ დღეს კი გაიგებს, რომ მისი დაკვირვების ობიექტი გაუჩინარდა და ამ საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ მას შეუძლია

09

„გადასახადი“ (27 ოქტომბერი)

ფილმი მათემატიკოს კრისტოფერ ვულფზე მოგვითხრობს, რომელიც მაფიის აუდიტორი ხდება. ახალ სურათში მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს.

10

„ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“  (27 ოქტომბერი)

ფრანგულ-კანადური დრამა მწერალზე, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ ოჯახსს უბრუნდება.

11

„ექიმი სტრენჯი“ (3 ნოემბერი)

ფანტასტიკა ბენედიქტ კამბერბეტჩისა და ტილდა სუინტონის მონაწილეობით ქირურგზე მოგვითხრობს, რომელიც ორივე ხელს დაკარგავს და სანაცვლოდ ნამდვილ მაგიას აღმოაჩენს.

12

„ზარები “(10 ნოემბერი)

საშინელებათა ფილმის, „ზარის“ გაგრძელება.

13

„ფანტასტიკური მხეცები“ (17 ნოემბერი)

ეს ფილმი „ჰარი პოტერის“ ერთგვარი ფრიქველია. ფილმში მოვლენები ჰარი პოტერის დაბადებიდან 70 წლით ადრე ვითარდება და მისი მთავარი გმირი მწერალი ნიუტ სკამანდერია. მთავარ როლს ფილმში ედი რედმეინი ასრულებს.

14

„უცნობი“ (24 ნომებერი)

დრამა ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც გადაწყვეტს დამოუკიდებლად დაადგინოს ქუჩაში ნაპოვნი უცნობი მამაკაცის ვინაობა და გამოიძიოს სიკვდილის მიზეზი.

15

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები