LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის ფერებში გამოწყობილი ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან ერთად ნიუ-იორკში (ფოტო)

132

ჯენიფერ ლოპესი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დილის საათებში გადაიღეს, როცა ის თავის შეყვარებულთან, ალექს როდრიგესთან ერთად ხელჩაკიდებული საუზმეზე მიიჩქაროდა. 48 წლის მომღერალს პასტელური ფერის კაბას და შავი ელეგანტური პალტო ეცვა. ასევე კლასიკურად იყო გამოწყობილი ჯენიფერ ლოპესის ახალი შეყვარებულიც, რომელიც მომღერალმა ექვსი თვის წინ გაიცნო. ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და მათ ურთიერთობაში სრული იდილიაა.

ცოტა ხნით ადრე ჯენიფერ ლოპესი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრო, სადაც მისი პარტნიორი ასევე 42 წლის ალექს როდრიგესი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები