LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შემოდგომის თბილისზე“ ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლოკონცერტი გაიმართება!

48

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, ღონისძიების ფარგლებში, 27 სექტემბერს ანსამბლი ,,შავნაბადა“ სოლოკონცერტით წარდგება! ტრადიციულად, ერთ-ერთი საღამო ქართულ ფოლკლორს ეთმობა. ამ დღეს ანსამბლი ,,შავნაბადა“ განახლებულ რეპერტუარს და  ცნობილი ხალხური სიმღერების უცნობ ვარიანტებს შეასრულებს. კონცერტს საპატიო სტუმრებიც ეყოლება, რომელთა ვინაობასაც ანსამბლი სიურპრიზად ტოვებს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი“ წელს 17 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ტრადიციულად ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება, ფესტივალის წარმდგენია ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები