LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა“

113

სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილის მიერ მისი სარდაფში ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას სიყალბეს და სამარცხვინოს უწოდებს, ხოლო ჩანაწერებზე ამბობს, რომ ისინი დამონტაჟებულია.

„ზაზა ოქუაშვილი ჩემთან მოვიდა ზაფხულის თვეში, იგი პერიოდულად მიბრუნდებოდა, ხან გავდიოდი კომპანიიდან, ხან გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა და დამიხატა ასეთი სურათი – მისი ბიზნესი საქართველოში წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით. შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარგვედგინა და მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში და ის ფაქტი, რომ მე ვიყავი ყოფილი მინისტრი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი, დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა ვალდებულებების, დავალიანებების გადავადება,  პრობლემების მოგვარება საქართველოში“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლო, სადაც ჩვენება მისცა, ცოტა ხნის წინ დატოვა.