LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლები განახევრდა: ქართული თხილის ექსპორტი შემცირდა

75

საქართველოდან თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში, იანვარ-მარტის პერიოდში 3% დაიკავა, მაშინ როცა, 2016 წლის ამავე იანვარ-მარტში 7,5 %-ს იკავებდა.

რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებელს, 2017 წლის იანვარ-მარტში ამ პროდუქციის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავლებმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელს კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

2017 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები