LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს

74

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროს სისტემაში დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან,“– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.